დღეს უკვე 12-15 წლის 150-200-მდე მოზარდია აცრილი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 12-დან 15 წლამდე ასაკის 150-200-მდე მოზარდია აცრილი.

„მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. უფრო აქტიურდება 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია. გუშინწინ მოეწერა იმ ბრძანებას ხელი, რომელიც იმუნიზაციის საბჭომ გადაწყვიტა და დღეს უკვე 150-200-მდე მოზარდია აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. იქამდე, 12-15 წლის მოზარდები მხოლოდ სამედიცინო ჩვენების საფუძველზე იცრებოდნენ. სამედიცინო ჩვენების საფუძველზე 106 ბავშვი იყო აცრილი.