დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის სამკურნალოდ პირველი მედიკამენტი დაამტკიცა

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის წამლის მარეგულირებელმა კორონავირუსის სამკურნალოდ პირველი მედიკამენტი დაამტკიცა.

ტაბლეტ „მოლნუპირავირს“ დღეში ორჯერ მიიღებენ ახლად ინფიცირებული, მოწყვლადი პაციენტები.

კლინიკური ცდებით,  წამალი, რომელიც გრიპის საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ჰოსპიტალიზებისა და გარდაცვალების რისკს ანახევრებს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მკურნალობამ სურათი „რადიკალურად შეცვალა“ დაუძლურებული და სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტების უმრავლესობისთვის.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, რადგან დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაამტკიცა კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი. ამ წამლით კოვიდზე მკურნალობა სახლის პირობებშიც შეიძლება“, – განაცხადა საჯიდ ჯავიდმა.