ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრს ხვდებიან

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მინისტრს, რატი ბრეგაძეს ხვდებიან.

როგორც იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით იმართება და მთავარი თემა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

შეხვედრას ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

LB image desktop LB image mobile