ჟურნალისტის მიმართ ელექტროშოკით მუქარაზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ელექტროშოკით მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ „პუბლიკას“ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა აცნობა. მისი თქმით, ადგილობრივმა პოლიციამ ის გამოჰკითხა და უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს.

შსს-ს პრესსამსახურს „პუბლიკისთვის“ ინფორმაცია ჯერ ისევ არ მოუწოდებია.

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ ცნობით, ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უცხო კაცი ჟურნალისტებს ელექტროშოკის გამოყენებით დაემუქრა.

„მიგადებ იცოდე, არ გადამიღოთ. მიგადებ იცოდე, მიგადებ-მეთქი, არ გადამიღო. ჩემი დედა მოვ**ან, თუ არ მიგადოთ. გემუქრები კი არა, მიგადებ-მეთქი და იმ კამერას **აკში გაგიკეთებ“, – ემუქრება კაცი „ფორმულას“ ჟურნალისტს.

LB loan image desktop LB loan image mobile