ელისო ბოლქვაძე იუნესკოს ამბასადორიალზე მშვიდობის ელჩად II ვადით აირჩიეს

პუბლიკა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრე აზულეს მიწვევით, იუნესკოს მშვიდობის ელჩების ამბასადორიალს ესწრება.

ამბასადორიალზე ელისო ბოლქვაძე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს.

„იუნესკოს ამბასადორიალის ფარგლებში ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო ასამბლეაზე, სადაც განიხილეს საზოგადოებაში ხელოვნების და კულტურის როლის მნიშვნელობა, კულტურული დიალოგი – მშვიდობის და ჰარმონიის მთავარი გზავნილი კაცობრიობას.

ასამბლეაზე ასევე ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ოკეანის დაცვა.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯომარე, იუნესკოს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე, ამბასადორიალის ფარგლებში პარიზში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც საქართველოს, როგორც იუნესკოს ღირებულებების გამზიარებელი ქვეყნის, აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრებს“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.