EMC მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგან ნაბიჯები რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვისათვის

პუბლიკა

EMC ეხმაურება რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების პროცესს, რაც, მათი თქმით, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზების და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ხელშეშლის ფონზე მიმდინარეობს.

განცხადების მიხედვით, EMC მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, შეაჩეროს ნამახვნაჰესის მშნებლობის პროცესი. ასევე, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ საპოლიციო ძალების მობილიზების ნაცვლად, გადადგან ნაბიჯები ადგილზე ვითარების განმუხტვისათვის.

„ადგილობრივების ინფორმაციით კომპანია „ენკამ“ გუშინ უკანონოდ წამოიწყო ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, რაზეც მეტყველებს ხეობაში მძიმე ტექნიკისა და კომპანიის პერსონალის მობილიზაცია. ადგილზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით ადგილობრივები მიუთითებენ, რომ სამშენებლო ტერიტორია მზადდება აფეთქებითი სამუშაოებისთვის, რაც შეუქცევადი ზიანის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს“, – წერია გავრცელებულ განხცადებაში.

მათი თქმით, სამუშაოების დაწყებასთან ერთად ხეობაში გამოჩნდნენ დამატებითი საპოლიციო ძალები, რომლებიც ზღუდავენ ხეობაში ადგილობრივთა გადაადგილებას და პროტესტის მშვიდობიანი ფორმის მიუხედავად, მიმართავენ მკაცრ რეპრესიულ ზომებს.

EMC-ის განცხადებით, დაკავებულია ინფორმაციით პროტესტის მონაწილე ერთი პირი. პრგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მიმართ საპოლიციო ძალების გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის – 2020 წლის 14 ნოემბერს და თებერვლის დასაწყისში სახელმწიფომ სოფელ ჟონეთში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა.

მათი თქმით, თებერვლის დასაწყისში კი პოლიციამ აქციის მონაწილეების კარავიც აიღო, რის შემდეგაც ადგილობრივებს ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ უწევდათ უწყვეტი პროტესტის გაგრძელება და ეს ზომები ადგილობრივი მოსახლოების გამოხატვის თავისუფლების ცალსახა ხელყოფაზე მიუთითებს.

„ადგილობრივთა არაერთი მოწოდების თუ მცდელობის მიუხედავად, დაგეგმილი ჰესის შესახებ ჩართულობითი და ქმედითი დიალოგის წარმართვაზე მთავრობისა და კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე თვეა უარს ამბობენ. საქართველოს პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა უარი თქვა საკითხის განხილვაზე, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეთავაზებები მოსახლეობის ინფორმირებით შემოიფარგლება და პროცესში მათ არსებით ჩართულობას გამორიცხავს. ამ ფონზე კი მშენებლობის განახლება და მიმდინარე სამუშაობის ასეულობით პოლიციელის მობილიზების ფონზე წარმართვა, ზრდის ადგილზე პროცესების ესკალაციის რისკებს, რაზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

EMC მოუწოდებს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას:

  • გამოიყენოს ყველა ბერკეტი ნამახვანჰესის მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად, რაც ადგილზე ვითარების განმუხტვის უპირობო საფუძველია;
  • არ დაუშვას ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მიმართ საპოლიციო ზომების გატარება და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
  • შესთავაზოს ადგილობრივ მოსახლეობას გამჭრივალე და დემოკრატიული ფორმატი ნამახვანჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე სათანადო და ინკლუზიური მსჯელობისათვის;

დღეს პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტი დააკავა.

სოფელ ნამოხვანში დღეს შეხლა-შემოხლა იყო. ადგილობრივების პროტესტი საპროექტო ტერიტორიაზე კომპანიის ტექნიკის გადაადგილებას მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოსახლეობა ნამახვანჰესზე შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს.

ადგილობრივი მოსახლეობა 121 დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტე