ენის დეპარტამენტი: მართებულია კატარი და არა ყატარი

პუბლიკა
content image

სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ამბობენ, რომ რაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მართებულია „კატარი“ და არა „ყატარი“.

ენი დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია არაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, რომელშიც არაბული ენის თითოეული ბგერისთვის განსაზღვრულია ქართულ ენაში ფონეტიკური ეკვივალენტი.

„არაბული ფონემა ق (კაფი) ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული. მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არ აქვს. ფონეტიკური თვალსაზრისით, იგი ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან კ-სთან.

არაბული ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ. – ამიტომ სწორია კატარი და არა ყატარი.

ამავე წესით არის ქართულში შემოსული და დამკვიდრებული საზოგადო სახელები: რუკა, ბუკი, კეფა, შაკიკი, ლუკმა, ტაბაკი და სხვა, “- ამბობენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტში.