პარტია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნონა მამულაშვილი პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მამულაშვილმა განაცხადა, რომ მანდატის შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს შესაბამისი პროცედურებისთვის მიმართავს.
„ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში და ახლა ამ ინსტიტუტებში ყოფნა და რამის გახმოვანება არის ძალიან საეჭვო. ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნება” ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ვთვლი, რომ სწორი იყო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ“, – აცხადებს ნონა მამულაშვილი.
რუსთავში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. სააკაშვილი წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა წერს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას გამარჯვება წაართვა და მოქალაქეებმა ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა იბრძოლონ.