ერთი ადამიანი შეიჭრა ბანკის ერთ-ერთ ფილიალში, ვაცადოთ სამართალდამცველებს – პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი შეიჭრა.

„ახლა რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტიანად და მშვიდობიანად. ვაცადოთ ამ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შსს-ს, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.