ეს არის გადატრიალების მცდელობა - ადამ კინზინგერი

ლიკა ზაკაშვილი

ეს არის გადატრიალების მცდელობა, – ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილი კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტების შეჭრის პარალელურად, აშშ-ის კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

CNN წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კაპიტოლიუმის შენობაში ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა. ამავე მედიის ცნობით, შენობაში დემონსტრანტების შეჭრის შედეგად რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული.