ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება და იქიდან რაღაცებს გეგმავს | მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია და გავრცელებული ვიდეო ყალბია.

„საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან,  და ეს კაცი არის ჩვეულებრივი მაიმუნი. მე მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე ანთებულები ამტკიცებთ რაღაცას, ჩართვებს აკეთებთ და ამბობთ, რომ აქ გაიარა და იქ გამოიარა. ან მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხართ, ჟურნალისტებზე ვამბობ, ან გჯერათ და ან ჩართული ხართ თაღლითობაში.

ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება და იქიდან რაღაცებს გეგმავს მესამე და მეხუთე ტელეფონით. არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც კი არაა, არ დაუტოვებია უკრაინა.

შარშან გახსოვთ, რომ ირაკლი კობახიძემ გააკეთა პრევენციული ბრიფინგი. მართლა საშინელებას აპირებდნენ, იმ ბრიფინგმა უზრუნველყო, რომ deepfake არ გაავრცელეს. მაშინ საუბარი იყო უფრო ბინძურ deepfake-ზე. შარშან არ გააკეთეს და წელს გამოიყენეს ეს მეთოდი.

ამ თაღლითობის მეშვეობით ცდილობს, ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ საქართველოშია და რომ ნიკა მელიას დამსახურება კი არაა ხმები, არამედ მისი დამსახურებაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.