„ხომ ხედავთ გავრისკე ყველაფერი“ | მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, ბათუმიდან ვიდეოს ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული.

„ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს ასრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე. ჩვენ უნდა მივიდეთ 2-ში ყველამ უნდა მივცეთ ხმა. შემდეგ 3-ში რუსთაველი გავავსოთ თავისუფლების მოედანი გავავსოთ.

აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ, მე ხომ ხედავთ გავრისკე ყველაფერი ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან ერთი რამ მინდა მიდით არჩევნებზე. მომავალ შეხვედრამდე თბილისში, “- ამბობს ის ვიდეომიმართვაში.