ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 493 ადამიანი დაიღუპა

მინდია გაბაძე

Worldometers-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ესპანეთში კიდევ 493 ადამიანი დაიღუპა. ჯამში ესპანეთში გარდაცვლილია 4 858 ადამიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ იტალიის შემდეგ ესპანეთში ყველაზე მეტი გარდაცვლილი ფიქსირდება.

ესპანეთში COVID-19-ით სულ 64 059 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 6 273 შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში.

ქვეყნის მასშტაბით, 9 357 ადამიანია გამოჯანმრთელებული და კრიტიკულ მდგომარეობაშია იმყოფება 4 165  პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში გარდაცვლილია საქართველოს სამი მოქალაქე. ერთ-ერთი ბოლო გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია, რომლის გარდაცვალებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა.