ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს - ვოლსკი

პუბლიკა

„ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი ევროპარლამენტარების განცხადებებს.

„ევროკავშირი არ არის კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს. იუკნევიჩიენეც ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ეს ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამ პოზიციას კუბილიუსის დროს იკავებდა და ბევრი თემაა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ასევე სავსებით უტაქტო, ყოველგვარ ზღვარს გადასულია მათი განცხადებები გინდა ბიძინა ივანიშვილის, გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპარლამენტი არ არის იუკნევიჩიენე და არც კუბილიუსი, მითუმეტეს არ არის ევროკავშირი. სულ სხვა გამოწვევები დგას მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირი ამ თამაშებში არ ღებულობს მონაწილეობას, რომელიც ნაცმოძრაობამ მოგვახვია თავს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქია და ეს ბიძინა ივანიშვილია. რაც შეეხება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს, ის ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია ან დეივანიშვილიზაცია.