ფაშინიანი: სომხეთის მონაწილეობა ОДКБ-ში პრაქტიკულად გაყინულია

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის მონაწილეობა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ პრაქტიკულად გაყინულია.

ОДКБ-მ არ შეასრულა სომხეთის წინააღმდეგ უსაფრთხოების ვალდებულებები, განსაკუთრებით 2021 და 2022 წლებში. არ შეიძლება, ეს შედეგების გარეშე დარჩეს. შედეგი კი არის ის, რომ პრაქტიკაში ჩვენ ძირითადად გავყინეთ ჩვენი მონაწილეობა ОДКБ-ში“. – განაცხადა ფაშინიანმა France24-სთან.

რუსული სამხედრო ბაზის შესახებ შეკითხვაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებულია არა იმის გამო, რომ სომხეთი ОДКБ-ის წევრია.

„ეს არის სრულიად განსხვავებული სამართლებრივ-სახელშეკრულებო ჩარჩო და ჩვენ არ გვქონია გარემოება, მისთვის მიგვემართა”. – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, სომხეთში რუსული ბაზის დახურვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

მანამდე, 2023 წლის სექტემბერში სომხეთმა ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია.