ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. აფეთქება კლუბ „დეჟავუსთან“ მოხდა.
„პირველადი ინფორმაციით, შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. სავარაუდოდ, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება, რის შედეგადაც დაშავდა 2 მუშა. ისინი სასწარფო-სამედიცინო ჯგუფის მიერ გადაყვანილი არიან სტაციონარში. სამწუხაროდ, დაღუპულია ერთი მამაკაცი. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“, – ამბობს სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი.