ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში საპატრიარქოს გვერდისთვის მორგებული სთრიმი გაკეთდება - განცხადება 

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საპატრიარქოს განახლებულ ვებგვერდზე აზარტული თამაშის რეკლამის გამოჩენის შესახებ განმარტებას ავრცელეს.

ცნობისთვის, საპატრიარქოს ახალ ვებგვერდზე, ტელევიზია „ერთსულოვნების“ პირდაპირი ეთერის გაშვებამდე [რომელიც ვებგვერდშია ჩაშენებული] ტოტალიზატორის რეკლამა ჩანდა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რომ ე.წ. „ლაივ- სთრიმი” ახალი ვებგვერდის ფუნქციაა და აღნიშნული ლაივი აღებულია ვიდეოპარტალ myvideo-დან, რის გამოც პირდაპირი ჩართვის დროს გამოჩნდა აზარტული თამაშების რეკლამა.

მათი თქმით, ამ მიზეზით პირდაპირი ეთერი საპატრიარქოს ვებგვერდზე გათიშულია. 

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ სატესტო რეჟიმში გაეშვა საპატრიარქოს განახლებული ვებგვერდი, რომლის ახალი ფუნქციაა ე.წ. „ლაივ-სთრიმი” (პირდაპირი ეთერი). აღნიშნული ლაივი (საპატრიარქოს ტელევიზიის) დროებით აღებულია ვიდეოპორტალ „მაივიდეოდან”, რის გამოც პირდაპირი ჩართვის დროს გამოჩნდა აზარტული თამაშების რეკლამა. აღნიშნულმა ფაქტმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. როგორც აღვნიშნეთ, ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია და შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად გაკეთდება უშუალოდ საპატრიარქოს გვერდისთვის განკუთვნილი და მორგებული სთრიმი, ამ დროისათვის სწორედ ამ მიზეზით პირდაპირი ეთერი გათიშულია”, – ნათქვამია განცხადებაში. 

LB loan image desktop LB loan image mobile