„ტექნიკური წუნი გაიპარა" – საპატრიარქო ახალ ვებგვერდზე ტოტალიზატორის რეკლამაზე

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს ახალ ვებგვერდზე,ტელევიზია „ერთსულოვნების“ პირდაპირი ეთერის გაშვებამდე [რომელიც ვებგვერდშია ჩაშენებული] ტოტალიზატორის რეკლამა გამოჩნდა. ამ საკითხზე საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პუბლიკას“ უთხრა,  რომ „ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია და ტექნიკური წუნი გაიპარა“.

საქართველოს საპატრიარქოში არაერთხელ გამართულა შეხვედრა აზარტული თამაშების წინააღმდეგ.

მათი პოზიციით, ქვეყანაში არსებული საგანგაშო მდგომარეობის გამო, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები და საკანონმდებლო ცვლილებები.

„აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ 2019 წელს  მიცემული კომენტარისას განუცხადა.

„ეს ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ოჯახებს, ახდენს დეგრადირებას, ადამიანი ემონება ცოდვას, არის ცოდვის ტყვეობაში. უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა პროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს ითვალისწინებს“, –აღნიშნავდა პატრიარქის თანამოსაყდრე.

 

LB loan image desktop LB loan image mobile