„გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე”, — წერს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი Twitter-ზე.
აქვე ნათქვამია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფის დემონსტრაცია.
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მათ შესაბამისი განცხადებები „ტვიტერზე“ გაავრცელეს.
საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.