გამოკითხული უკრაინელების 93%-ს სჯერა, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის თავდასხმის მოგერიებას - კვლევა

პუბლიკა

სოციოლოგიური ჯგუფის, „რეიტინგის“ მიერ 18 მარტს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხული უკრაინელების 93%-ს სჯერა, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის თავდასხმის მოგერიებას.

როგორც ამავე კვლევაშია საუბარი, გამოკითხულთა ნახევარი (47%) იმედოვნებს, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთთან ომის მოგებას უახლოეს რამდენიმე კვირაში. მეოთხედს (23%) სჯერა, რომ ომი რამდენიმე თვე გაგრძელდება. მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ ომი დასრულდება ექვს თვეში ან ერთ წელიწადში ან უფრო მეტი დრო დასჭირდება.

კვლევაში ნათქვამია, რომ პრაქტიკულად არ არსებობენ ისინი, ვისაც საერთოდ არ სჯერა გამარჯვების. გამოკითხულთა 17%-ს გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (82%) ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ქვეყანაში განხეთქილების საფრთხეს.

„გამოკითხული უკრაინელების აზრით, უკრაინასთან დღეს ყველაზე მეგობრული პოლონეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი და აშშ არიან. ასევე მეგობრულად განიხილება ჩეხეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, თურქეთი, საფრანგეთი, სლოვენია. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი უნგრეთს, საქართველოს და გერმანიას მეგობრულად მიიჩნევს, მესამედი კი მათ ნეიტრალურად მიიჩნევს, “- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ჩინეთი ახლა უკრაინელებისთვის უპირატესად ნეიტრალური ქვეყანაა. მაშინ როცა რუსეთი (98%) და ბელორუსია (84%) უკრაინელებისთვის მტრულად განწყობილი ქვეყნებია.

გამოკითხული უკრაინელებიდან, ზელენსკის უშუალო მოლაპარაკებებს პუტინთან ომის დასრულებაზე მხარს უჭერს 74%. ამავდროულად, რუსეთთან დროებითი ზავის გაფორმება უკრაინის ტერიტორიიდან მისი ჯარების გაყვანის გარეშე, მოსახლეობის აზრით, მიუღებელია (89%).

კვლევაშ ნათქმია, რომ უკრაინის, პოლონეთის და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობით სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების შექმნის მხარდაჭერა 61%-დან (იანვარში) 85%-მდე გაიზარდა. დღეს ასეთი ალიანსის მხარდაჭერა უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა (72%).


კვლევის უდიტორია: უკრაინის 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა ყველა რეგიონში, გარდა ყირიმისა და დონბასის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა. შერჩევა რეპრეზენტატიულია ასაკის, სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით. შერჩევის პოპულაცია: 1000 რესპონდენტი. კვლევის მეთოდი: CATI (Computer Assisted Telephone Interviews – სატელეფონო ინტერვიუები კომპიუტერის გამოყენებით). კვლევის წარმომადგენლობითობის ცდომილება ნდობის ალბათობით 0,95: არაუმეტეს 3,1%. თარიღები: 2022 წლის 18 მარტი.