განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ - ბიძინა ივანიშვილი

პუბლიკა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ინტერვიუს აქვეყნებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უნივერსიტეტის დამფუძნებელი ეკატერინე ხვედელიძე ინტერვიუში საუბრობენ იმის შესახებ თუ როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და თავად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ინტერვიუს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისაკენ:”განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კეთილდღეობისკენ გზაა. ალბათ, არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა  საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით”.