ღარიბაშვილი და კობახიძე კალაძეს გამარჯვებას უკვე ულოცავენ

პუბლიკა

„იმედის” მიერ ეგზიტპოლის გამოქვეყნებისთანავე კახი კალაძეს გამარჯვებას ულოცავენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„ყველას გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას. მადლობა უფალს, ძალიან კარგად მშვიდად, კარგად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემებით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ვულოცავ კახა კალაძეს მერის თანამდებობაზე არჩევას და ყველა მერს”, – თქვა პრერმიერ-მინისტრმა.

კახი კალაძე ამბობს, რომ დაელოდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას და მეორე დღიდანვე დაიწყებს საქმის კეთებას.

„იმედის” ეგზიტპოლის მიხედვით ნიკა მელიამ  42.8%, კახა კალაძემ კი 57.2% აიღო. განსხვავებული მონაცემები აქვს „მთავარი არხის” მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს. ნიკა მელია –  51%, კახა კალაძე 49%.