ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული მდგომარეობით და ვგმობ ძალადობას - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მან twitter-ზე დაწერა, რომ შეშფოთებულია ყაზახეთში არსებული მდგომარეობით.

„ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული მდგომარეობით. ვგმობ ძალადობას და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.


ყაზახეთში 4 იანვარს თხევადი აირის ფასის ზრდას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.  ყაზახეთის მთავრობა გადადგა, მაგრამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.

ყაზახეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ქვეყანაში გაჩერებულია ბანკები, ასევე შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა. 5 იანვარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში „ანტიტეროსრისტული ოპერაცია“ დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულების, დაშავებულებისა და გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა უცნობია. თუმცა საერთაშორისო მედია ათობით მსხვერპლზე საუბრობს.