მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება და Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პრიორიტეტად უნდა დააყენოს მისი ჯანმრთელობა.
„ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი ფოტოებით, რომელიც აჩვენებს ჯანმრთელობის მძიმე გაუარესებას ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად დააყენოს მისი კეთილდღეობა და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ”, – წერს მაია სანდუ.
Deeply disturbed by the distressing images of @SaakashviliM in court, revealing severe health deterioration during his time in prison. Urging Georgian authorities to prioritize his well-being and urgently provide access to vital medical treatment abroad.
— Maia Sandu (@sandumaiamd) July 4, 2023