კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას სააკაშვილი გადასცეს ურაინას - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ ფოტოს აზიარებს და წერს, რომ  რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს.

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და შეთანხმდნენ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე შემოგვთავაზეს რამდენიმე შესაძლებლობა.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, რათა გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა და კონსულტაციები გამართოს თბილისთან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის. ასევე, მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება, “- წერს ის.

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა 7 ნოემბრის საქმეზე, რომელზეც ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.