ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან გავრცელებული სააკაშვილის ფოტოებით - სანდუ

პუბლიკა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება და Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პრიორიტეტად უნდა დააყენოს მისი ჯანმრთელობა.

„ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი ფოტოებით, რომელიც აჩვენებს ჯანმრთელობის მძიმე გაუარესებას ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად დააყენოს მისი კეთილდღეობა და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ”, – წერს მაია სანდუ.