„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ, 14 მარტს „მთავარი არხის“ ეთერში სოციოლოგიური კვლევის შესახებ გასულ სიუჟეტზე განმარტება გააკეთა.
„რაც შეეხება გახარიას საკითხს, ჩვეულებრივი თემა არის, სადაც გახარიას კი არა, ყველასთან მიმართებით ვიკვლევ ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას, ისევე როგორც ყველასთან მიმართებით.
საუბარი არის ჩვეულებრივ საკითხზე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერების დამოკიდებულება გახარიასთან, „ლელოსთან“ და ა.შ. მიმართებაში“, – განმარტა მან.
„მთავარი არხის“ ეთერში 14 მარტს გავიდა სიუჟეტი. არხის მიხედვით, „საქართველოში ტარდება სოციოლოგიური კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვა თემებთან ერთად მოქალაქეებს ეკითხებიან, რა აზრის იქნებიან ისინი, თუ გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავის საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას დაუკავშირებს?“
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ მასაც დაურეკეს და აზრი ჰკითხეს პოლიტიკაში მესამე ცენტრთან დაკავშირებით.
სოციალურ კვლევაში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, მკვლევარ ორგანიზაციას არ დავაკვირდი.
ორგანიზაცია იკვლევდა “მესამე…
Posted by Nika Gvaramia on კვირა, 14 მარტი, 2021