გოგი ხოშტარია საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

პუბლიკა

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და Human Rights Watch-ის ჰელმანისა და ჰამეტის ფონდის წარმომადგენლობას მიმართავს. წერილს პარტია „დროა“ ავრცელებს.

„როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გამკვალავი, როგორც კეთილი ნების ადამიანი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო საქართველოში შექმნილ მწავავე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით:

ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დარწმუნებული ვარ, არ დარჩებით გულგრილნი და, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღებთ შესაბამის ზომებს საყოველთაო ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ.

გოგი ხოშტარია

საქართველოს მეორე რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, Human Rights Watch-ის 1995 წლის გრანტის მფლობელი“.