დეკემბრის აქციების დროს დაპატიმრებულ 26 წლის გურამ ხუტაშვილისა და 23 წლის დანიელ მუმლაძის პირველი ინსტანციის განაჩენი (3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ ძალაში დატოვა.
სააპელაციოში ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა, მსჯავრდებულების წარმომადგენლები კი სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
„ზოდიაქოში“ დასაქმებულ მეგობრებს აქციების დროს 112-ის სამეთვალყურეო კამერების ჯგუფურად დაზიანება ედებათ ბრალად. პროკურატურის თქმით, ზიანმა 12 100 ლარი შეადგინა.
პირველ ინსტანციაში განაჩენი მოსამართლე ლილი მსხილაძემ გამოაცხადა.