გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება - პენიტენციური

პუბლიკა

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – წერია პენიტენციური უწყების განცხადებაში.


მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა იგი კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. როგორც მან რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანას აპირებენ გორის ჰოსპიტალში, საიდანაც შესაძლოა გაიტაცონ.