გზები და მისასვლელი ხიდები კურორტ შოვამდე წაღებულია. ადგილზე იმყოფება სამაშველო - რაჭის გუბერნატორი

პუბლიკა

„გზები და მისასვლელი ხიდები კურორტ შოვამდე წაღებულია. ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და წამოსულია ვერტმფრენიც თბილისიდან“, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ „პირველ არხს“ განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

„დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. მიმდინარეობს სამუშაოები ამ მხრივაც. ვეკონტაქტებით იქ ჩარჩენილებს. დანგრეულია კოტეჯებიც. სამაშველო უკვე ადგილზეა. პირველ რიგში მოქალაქეების ევაკუაცია იქნება საჭირო და ამ მხრივ ვამუშავებთ გეგმას“, – განაცხადა მარგველიძემ.

შოვში მეწყერი ჩამოწვა.

შსს-ს ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის. დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.