იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში მშენებლობის ნებართვების რაოდენობა 6,5%-ით გაიზარდა - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობის 7 425 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6,5%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, ნებართვები გაცემულია 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36,9%-ით მეტია.

ნებართვების 73,7% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47% თბილისზე, 9,3% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,9% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,5% – იმერეთის რეგიონზე.  გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.