იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც უკრაინის დაცვა სურთ, საერთაშორისო ლეგიონი იქმნება - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩამოყალიბდება საერთაშორისო ლეგიონი მათთვის, ვისაც უკრაინის დაცვა სურს.

ის აცხადებს, რომ უცხოელებს, რომლებსაც სურთ უკრაინის მხარდაჭერა და დაცვა, შეიქმნება საერთაშორისო ლეგიონი და შეეძლებათ ლეგიონში გაწევრება.

„ყველა უცხოელს, რომელსაც სურს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების შევსებას. უცხოელებისთვის ყალიბდება ცალკე ქვედანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონი”,– ნათქვამია პრეზიდენტის გავრცელებულ განცხადებაში.

ამის შესახებ ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და განაცხადა, რომ შეუძლია მოხალისეებს დაუკავშირდენ მათსავე ქვეყანაში უკრაინის დიპლომატიურ მისისებს ამ ლეგიონში მოსახვედრად.