იმდენივეს გავაკეთებ წალენჯიხისთვის, რამდენსაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის - პრემიერი

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრი იმდენივეს გააკეთებს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.

„მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს. ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა და ჩვენ მთელი ცენტრალური მთავრობა ვითანამშრომლებთ მასთან.

ჩემმა ნათქვამმა არჩევნების დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც”. – თქვა ღარიბაშვილმა.