იმუნიზაციის საბჭო დღეს განიხილავს, გამოვიყენებთ თუ არა „სინოვაკს“ ჯანმოს ავტორიზაციამდე - გამყრელიძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმუნიზაციის საბჭო დღეს განიხილავს, დაიწყებს თუ არა საქართველო „სინოვაკით“ ვაქცინაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღებამდე.

„არ გამოვრიცხავ [„სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყებას ჯანმოს ავტორიზაციამდე], რამდენადაც, რამდენიმე პარამეტრი და რამდენიმე არგუმენტი ამისთვის არსებობს, რასაც დღეს სწორედ საბჭოზე წარვადგენთ და საბჭომ უნდა განიხილოს, პირველი ის, რომ ის არის ამ ავტორიზაციის პროცესში და როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი პორტალი გვეუბნება, სინოვაკის განხილვა მალე იქნება. მისი პირველადი განხილვა მაისის დასაწყისში უკვე იყო… ამაზე იმსჯელებს საბჭო და შესაბამისად საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას – დაწყების ან დალოდების“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მანვე დასძინა, რომ „სინოვაკი“ უკვე ადმინისტრირდება და ავტორიზებულია 32 ქვეყანაში. გამყრელიძის მტკიცებით, დაახლოებით, 160-170 მლნ დოზაზე მეტია გამოყენებული და ასევე, ის ევროპულ ქვეყნებშიც ფართოდ გამოიყენება.


„​სინოვაკის“ 100 00 დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოსთვის ქვეყანაში 29 აპრილს შემოვიდა.