WHO: „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ გამოყენებაზე შეფასებები შემდეგ კვირაში გამოქვეყნდება

პუბლიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე მარიანჯელა სიმაომ დღეს, 30 აპრილს განაცხადა, რომ ჯანმო „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების გადაუდებელი გამოყენების საკითხზე შეფასებებს შემდეგი კვირის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს.

„შემდეგი კვირის დასაწყისში ან შემდეგი კვირის ბოლოს ჩვენ სამივე ვაქცინის საბოლოო შეფასება გვექნება“, – განაცხადა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.

Reuters-ის ცნობით, ჯანმოს მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭება არაერთი ქვეყნისთვის ადგილობრივი მარეგულირებლისთვის იქნება ნიშანი, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ავტორიზაციის შემდეგ COVAX-პლატფორმაც შეძლებ ვაქცინების დისტრიბუციას ღარიბი ქვეყნებისთვის.

როგორც სიმაომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი წარმოების ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი, რადგან დოზების სიმწირე პრობლემად რჩება.

ამ დროისთვის ჯანმოს ავტორიზაცია მხოლოდ 3 მწარმოებელს აქვს – „ფაიზერს“, „ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონ & ჯონსონს“


საქართველოს „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა აქვს შესყიდული, გუშინ ასევე ჩამოვიდა „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა.