იქმნება ორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი აქაურებმაც და კრამონმაც - ვოლსკი

პუბლიკა

„სამართლებრივი მხარე აბსოლუტურად მოგვარებულია. მომავალი დაგვანახებს, რომ რეალურად, იქმნება ორი დამოუკიდებელი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს. ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი აქაურებმაც და მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონმაც“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გარდა ამისა, იყო შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უსამსახუროდ რჩება ხალხის გარკვეული რაოდენობა, რაც ასევე რეალობას არ შეესაბამება. პირადად ჩემთვის გასაკვირიც არის ის განცხადება, ის გააფთრებული შეტევა, რასაც დღეს ამ უწყების ხელმძღვანელი ახორციელებს. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან აწარმოებს ამ შეტევას”, – აცხადებს ვოლსკი.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე საქართველოს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, შემაშფოთებელია იმით, რაც საქართველოში ამ პერიოდში ხდება.