იქნებ გაასაჯაროებინოს იუსტიციას მონაცემები და მერე ვნახოთ... – მდინარაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკაშირებით თავისი ნათქვამის განმარტებას შეეცადა.

„…პირიქით, მისი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე ვლაპარაკობდი და ამ შემთხვევაში სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩენაზე ამ კაცის. იმიტომ რომ, რამდენიმე დღეა, მოვუწოდებ. პირადად, მე ვიყავი ამის ავტორი, მოვუწოდებ, რომ, იქნებ, გაასაჯაროებინოს იუსტიციის სამინისტროს ის მონაცემები, რასაც მისი თანხმობა სჭირდება და მაშინ ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში. ამაზეა საუბარი და კონტექსტის სხვაგან გადატანა, მოგონილი ფრაზებით, არის მორალური ფსკერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 34-ე დღეა შიმშილობს.