IRI-ის კვლევა: შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ოცნება“ - 19%, ენმ - 14%

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე, „საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ/რომელიმე პარტიას მისცემდით ხმას? თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას?“, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

  • ქართული ოცნება – 19%;
  • ენმ – მიხეილ სააკაშვილი – 14%;
  • „საქართველოსთვის“ – გახარიას პარტია – 3%;
  • გირჩი-მეტი თავისუფლება – 3%;
  • ლეიბორისტული პარტია – 2%;
  • ლელო – 2%;
  • გირჩი – 2%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
  • ანა დოლიძის პარტია – 2%;
  • მოქალაქეები – 2%;
  • ალტ-ინფო – 1%;
  • დროა – 1%;
  • ევროპული საქართველო – 1%;
  • პატრიოტთა ალიანსი – <1%;
  • ხალხის ძალა – <1%;
  • სხვა – <1%;
  • გაფუჭებული ბიულეტენი – 11%;
  • არ მივცემდი ხმას – 5%;
  • არ ვიცი – 20%;
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 7%.

იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე მათი არჩეული პარტია არ იქნებოდა:

  • ქართული ოცნება – 2%;
  • ენმ – 3%;
  • გახარიას პარტია – 3%;
  • გირჩი-მეტი თავისუფლება – 2%;
  • ლეიბორისტული პარტია – 2%;
  • ლელო – 3%;
  • გირჩი – 1%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 4%;
  • ანა დოლიძის პარტია – 1%;
  • მოქალაქეები – 2%;
  • ალტ-ინფო – <1%;
  • დროა – 3%;
  • ევროპული საქართველო – <1%;
  • პატრიოტთა ალიანსი – 1%;
  • ხალხის ძალა – 2%;
  • სხვა – <1%;
  • გაფუჭებული ბიულეტენი – 6%;
  • არ მივცემდი ხმას – 1%;
  • არ ვიცი – 19%;
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 2%.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერამ იკლო, ხოლო ენმ-ის მხარდაჭერა 2%-ით გაიზარდა.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.