„ისიც არ ვიცი, მინისტრს ვხვდები თუ არა“ - ჯანდაცვის სამინისტროში გიული ალასანია მივიდა

პუბლიკა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა.

როგორც ცნობილია, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილ კონსილიუმს, ობუდსმენის ექსპერტთა ჯგუფს ხვდება.

გიული ალასანიამ შეხვედრაზე შესვლამდე მედიას განუცხადა, რომ სამინისტროდან დაუკავშირდნენ და არ იცის დეტალები, ვის ხვდება და რაზე სასაუბროდ.

„არ ვიცი. ისიც არ ვიცი, მინისტრს ვხვდები თუ არა. 2 საათის წინ დამირეკეს.

ადამიანს კლავენ, ეს ვიცი ზუსტად. ვის ვხვდები ისიც არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.