ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმობს. ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე  „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ხელაშვილი ამ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გობეჯიშვილსა და სხვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხდებოდა.

მან სამართალდამცველებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით.