იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა

მინდია გაბაძე

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ჯამში 3,405-ია, ხოლო ჩინეთში – 3,242.
„იტალია გახდა COVID-19-ის ეპიდემიის ყველაზე მომაკვდინებელი წერტილი“, – წერს CNN.
19 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვია 41,035, რაც იმას ნიშნავს, რომ  5,322 ახალი შემთხვევა დადასტურდა.