იუსტიციის სამინისტრო: ედუარდ მსტოიანი მეუღლის, ჯიქურის გვარზე გადავიდა

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თამარ კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

სააგენტო განმარტავს, რომ „მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური.

გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.

იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.

“აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა”. – ვკითხულობთ განცხადებაში.