ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს. მოვუწოდებთ ყველას გრიპის საწინააღმდეგო აცრებისკენ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გაზრდილი მობილობა ხელს უწყობს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. მისი განმარტებით, გაზრდილია ვირუსის ინციდენტობის მაჩვენებელი და უახლოვდება აგვისტოს პიკის მაჩვენებელს.

„ნოემბერი-დეკემბერი საკმაოდ რთული იქნება, რადგან ამ დროს კიდევ უფრო აქტიურდება სხვა რესპირაციული ინფექციები. ჯერჯერობით, გრიპი არ ცირკულირებს ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ მუდმივი მონიტორინგი გვაქვს. გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს,  სხვა რესპირაციული ვირუსიები ცირკულირებენ მაგრამ გრიპი არ არის ჯერ.

ამიტომ მოვუწოდებთ ყველას გრიპის საწინააღმდეგო აცრებისკენ. 26 ათასი ადამიანია დღეისთვის აცრილი, 200 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში განაწილებულია. ვისაც ეკუთვნის სახელმწიფოს ხარჯზე და რისკჯგუფები ვინც არიან, აუცილებელია,  რომ  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან, რათა ზედდება არ გვქონდეს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძემ.