კადრები, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩანს თავდამსხმელის მიერ ბოლო სამი მძევლის გათავისუფლება – Odishi TV

პუბლიკა

ადგილობრივი მედიაგამოცემა Odishi TV ავრცელებს კადრებს, რომელზეც ჩანს, როგორ ათავისუფლებს თავდამსხმელი ბოლო სამ მძევალს და როგორ ტოვებს ტერიტორიას.

გუშინ, დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალსა და პოლიციის უფროსთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დასაკავებლად“, – ამბობენ შსს-ში.