კახაძეს მიაჩნია, რომ ქართველები თურქეთში სამკურნალოდ მოდის გამო დადიან

პუბლიკა

უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ჯანდაცვის პოლიტიკა შეაფასა.

დღეს საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს უსმენდნენ.

დეპუტატის თქმით, დღეს თურქეთში წასვლა და იქ მკურნალობა „მოდაშია“, ისევე, როგორც ადრე დადიოდნენ მოსკოვში ან საფრანგეთში.

„თქვენ მინდა მოგმართოთ, ქართველებო. მე იმ თაობის ვარ, მოსკოვი იყო მაშინ მოდაში და მოსკოვში ჩადიოდენ და ოპერაციებს იქ იკეთებდნენ. ისინი ეუბნებოდნენ, ეგნატე ფიფია იქ არ გყავთ, თქვე დალოცვილიშვილებო, მიხეილ ჩაჩავა იქ არ გყავთ, აქ რატომ მორბიხართო, მაგრამ ეს ქართული ფენომენია. ახლა თურქეთია მოდაში. მანამდე ავსტრია იყო მოდაში და საფრანგეთი. იქ ექიმის შეცდომით თუ რამე მოუვა ვინმეს, არავინ არ ამჟღავნებს და იმდენი სიხარული მე, რამდენიც ვიცი იქ ნამკურნალები მერე ჩემთან მოსული.

ასეთი შეურაცხყოფა ექიმებს არ მიაყენოთ და საქართველოს პოტენციალს, ძალიან გთხოვთ. ექიმებს საქართველოში ინტელექტით, გაწაფულობით, მათი მზაობით ისწავლონ და გაასწრონ სხვებს ცოდნაში, აითვისონ ახალო ტექნოლოგიები, ბადალი არ ჰყავთ მსოფლიოში“, – თქვა ლადო კახაძემ.