კალაძე: კაცურად გპირდებით, რომ ისეთ კარგ პროქტებს გავაკეთებთ, რომ ყველამ იამაყოს

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში ქალაქის მართვაში ოპოზიციის როლზე და მომავალ 4 წელიწადში ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„მომდევნო 4 წელი თბილისის აღმშენებლობის და განვითარების წელი იქნება. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაუმჯობესდება ვითარება. ყველა დაპირებას შევასრულებთ!

ჩვენი ქალაქი 4 წლის თავზე კიდევ უფრო მწვანე, ჯანსაღი, მოწესრიგებული იქნება. რისთვისაც თავს არ დავზოგავ.  ჩვენ ამას თბილისელებთან ერთად შევძლებთ.

ადამიანურად კაცურად გპირდებით, რომ ისეთ კარგ პროექტებს გავაკეთებთ, რომ ყველამ იამაყოს. მომავალი წლიდან ამ ქალაქის აღმშენებლობის და განვითარების წლები იწყება“, – განაცხადა კალაძემ.