„კანონპროექტის ჩავარდნის რისკი დავინახეთ“ – კობახიძე კენჭისყრის გადადებაზე

პუბლიკა

პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ პროექტს კენჭს ხვალ უყრის.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კენჭისყრა გადაიდო, რადგან უმრავლესობამ კანონპროექტის ჩაგდების რისკი დაინახა.

„რისკი დავინახეთ ჩავარდის და ამიტომ გადაიდო კენჭისყრა. პირველი მოსმენა ყველაზე პრინციპულია და ამიტომ რისკის ქვეშ რომ არ დადგეს, გადავდეთ კენჭისყრა“, – თქვა კობახიძემ – კობახიძის თქმით, უმრავლესობას იმედი აქვს, რომ ეს რისკი ხვალ აღარ იქნება და დღეს მოახერხებენ კოლეგების დარწმუნებას, რომ ცვლილებებს დაუჭირონ მხარი.

მისივე თქმით, დღეს დილით „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრაზე ვერ მოესწრო მსჯელობა და იმედი აქვს, რომ ხვალ ამას შეძლებენ.

„იმედია, ხვალ დილით ან დღეს საღამოს უფრო მეტი დრო გვექნება, საბოლოო ჯამში, რომ დავარწმუნოთ ჩვენი კოლგები ამ  გადაწყვეტილების სისწორეში. დაახლოებით 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, ჩაგდების ალბათობის რისკი არის.  ხვალ იქნება ბოლო ვადა. კენჭისყრა აუცილებლად შედგება და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“. – თქვა კობახიძემ.