კეკელიძეზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა

პუბლიკა

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახს ასახლებენ მოსახლეობასა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა.

თბილისში კეკელიძის N1-ში ჩვილბავშვიან ოჯახს ასახლებენ. გამოსახლების ხელშესაშლელად ადგილზე შეკრებილები არიან მეზობლები და მხარდამჭერები და ცდილობენ, გამოსახლების პროცესს ხელი შეუშალონ.

როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროდან „პუბლიკას“ განუცხადეს, გამოსახლების პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება და ოჯახის მეზობლების წინააღმდეგობა ვერ იქნება სამართლებრივი საფუძველი გამოსახლების პროცესის გადადებისთვის.

იპოთეკით დაზარალებული მარინა ხატიაშვილი, რომლის ოჯახსაც ასახლებენ „მაუწყებელთან“ ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკიდან ჰქონდა სესხი აღებული და თვენახევრის გადაცილების გამო მისი საქმე გადაეცა პრობლემური სესხების განყოფილებას. მისი თქმით, პანდემიის დროს ოჯახს შეეძინა ბავშვი, რომელიც ახლა არის 3 თვის და ამ გამოსახლების შემდეგ ის საცხოვრებლის გარეშე რჩება.