ხატია დეკანოიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს.

„მეუბნებიან, რომ კარანტინის წესები დავარღვიე. იმიტომ, რომ არ აქვთ მუხლი, რა მუხლითაც დამაჯარიმეს. ეს არაკონსტიტუციურია. ეს წარმოუდგენელი აბსურდია. ისინი წავიდნენ [პოლიციელები], დამტოვეს, ე.ი. მე ახლა კორონავირუსი აღარ შემეყრება? მე არ ვემორჩილები ამათ კანონს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველთან“.


9 ნოემბრის 22 საათიდან დილის 5 საათამდე საქართველოს 7 ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა. ეს ქალაქებია:  თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი და ფოთი.


GDI, ISFED, HRC და TI ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს და აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.

მათი თქმით, ეს ნაბიჯი ასევე აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტიან, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

გადადით ბმულზე და წაიკითხეთ ვრცლად